უკრაინაში კიდევ ერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს

ლიკვიდირებულია 382-ე ცალკეული ბატალიონის ყოფილი მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრ გორინი.

ეს სწორედ ის ბატალიონია, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ბელბეკის აეროდრომის შტურმში, 2014 წელს მონაწილეობდა. რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ გორინი ზაპოროჟიის ოლქში დაიღუპა. არაა გამორიცხული, ისიც ბერდიანსკში, იმავე სასტუმროში ყოფილიყო, რომელიც უკრაინელთა სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც დაზვერვამ შეიტყო, რომ იქ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები განთავსდნენ და რომლის დაბომბვის დროსაც (სასტუმრო, პრაქტიკულად, განადგურდა) გენერალი ცოკოვი მოკვდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის მოლოდინი, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, მცდარია – ბლინკენი
შემდეგი სტატიაZSU-მ ტაქტიკა შეცვალა, ის ნელი ტემპით, მაგრამ თავდაჯერებულად მიიწევს წინ – NYT