უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
დაღუპულის თანამებრძოლის, გიორგი ფარცვანიას ცნობით, გარდაცვლილის სულისმოსახსენიებელი პანაშვიდი და გამომშვიდობების ცერემონია კიევში გაიმართება:
„სამწუხაროდ, დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან [ტარას შევჩენკოს გამზირი #20] მოხდება“, — წერს გიორგი ფარცვანია.















