უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ერთი და დაშავდა 7 მებრძოლი.
არსებული ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან მოხდა.
მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და ისინი დავალებაზე გადიოდნენ.
დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება.
“როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მანქანა ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ირაკლი ქუთელია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქეა”, – აცხადებს უკლება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” რეზოლუციას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის