უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა

რუსეთის სასტიკი აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი. უკრაინაში ომს ქართველი სამხედრო შეეწირა.

ავდიივკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლებში, ოკუპანტებთან დაპირისპირებაში გმირულად დაეცა სპეც.დანაყოფ “თბილისის” მებრძოლი ამირან ზოიძე.

ამის შესახებ სპეც-დანაყოფის Facebook-გვერდზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა. უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად
შემდეგი სტატიაკობახიძე: უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი