უკრაინაში კადიროვის „მარჯვენა ხელი“ მოკლეს

პრიმორსკში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის „მარჯვენა ხელი“, ადამ დელიმხანოვი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვის უახლოესი მოკავშირე უკრაინის კონტრშეტევის დროს გაანეიტრალეს.

ჩეჩნეთის ლიდერი ახლა დელიმხანოვის გვამის მოსაძებნად დახმარებას უკრაინის დაზვერვას სთხოვს.

„მე თვითონ ადამ დელიმხანოვს ვერანაირად ვერ ვპოულობ. ვერ ვუკავშირდები.

უკრაინულ დაზვერვას ვთხოვ, მომაწოდოს ინფორმაცია ზუსტად რომელ ადგილზე და რა პოზიციებზე მოხვდა, რათა ასე მაინც ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა.

გპირდებით უხვად ჯილდოს და დახმარებას გთხოვთ“, – აცხადებს კადიროვი.

banner
წინა სტატიაშიმოლოდინი მქონდა, ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა რეზოლუციებისთვის, სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა და დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიადედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ – მდინარაძე