უკრაინაში ილან არძინბას დააკავებენ, თუკი ის ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს

7უკრაინის უშიშროების სამსახური ილან არძინბას დააკავებს იმ შემთხვევაში, თუკი ის ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს -ამის შესახებ “112 უკრაინა” ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კრემლისმიერი პროექტების ავტორი აფხაზი სეპარატისტი ილან არძინბაა, რომელიც რამდენიმე დღეში ოდესის მერთან, გენადი ტრუხანოვთან ჩასვლას და შეხვედრას აპირებს.
ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზი სეპარატისტი ოდესაში ტერორისტულ საქმიანობას ეწევა, და რომ ის პირდაპირ ვლადიმირ პუტინის მითითებით მოქმედებს. გუბერნატორის თქმით, არძინბას ოდესაში ქალაქის მერი უჭერს მხარს, სადაც მას “შტაბ-ბინა აქვს დადებული” – თქვა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლოენთის საზღვარზე ქართველები დააკავეს
შემდეგი სტატიაჯაშუშობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ფოტოგრაფები პროკურატურაში იმყოფებიან