უკრაინაში იარაღის ახალი ტვირთი გაიგზავნა – ესპანეთის პრემიერი

ესპანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, რომელიც 200 ტონა საბრძოლო და სამხედრო მასალას, სატვირთო ავტომობილებს და ჯავშანმანქანებს მოიცავს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ – მინისტრმა, პედრო სანჩესმა კიევში დანიის პრემიერ – მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

„მსურს განვაცხადო, რომ ესპანეთიდან უკრაინაში იარაღის ახალი ტვირთი გაიგზავნა – ესპანურ გემ „იზაბელს“, რომელიც დღეს ესპანეთის პორტიდან პოლონეთში გაემგზავრა, 200 ტონა საბრძოლო და სხვა სახის მასალები გადააქვს. მასზე სამხედრო მასალებით დატვირთული 30 სატვირთო ავტომობილი და 20 ერთეული ჯავშანტექნიკაა”, – განაცხადა სანჩესმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს დახმარება იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ესპანეთს ოდესმე სხვა ქვეყნისთვის გაუგზავნია. ესპანეთის პრემიერ – მინისტრის თქმით, ახლანდელი სამხედრო დახმარება იმაზე მეტი ოდენობისაა, ვიდრე უკრაინისთვის გაგზავნილი წინა ტვირთი.

“ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს”, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებებთან კითხვარის შევსების მიმდინარეობა შეაფასა
შემდეგი სტატიაუკრაინის დახმარებით ვაჩვენებთ, რომ წინა შემთხვევებიდან რაღაც ვისწავლეთ – სენატორი კუნსი