უკრაინაში H1N1 ვირუსით 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოსთან შედარებით, H1N1 ვირუსით ინფიცირების გაცილებით მეტი შემთხვევაა გამოვლენილი რეგიონის სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში.

განსაკუთრებით რთული ვითარება უკრაინაშია, სადაც ე.წ. ღორის გრიპის შედეგად უკვე 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 12 მათგანი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ რეგიონებში დაიღუპა, 51 პაციენტი კი ვირუსს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ემსხვერპლა.

ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად უკრაინაში 16 იანვრიდან ყველა სკოლა დაიხურა.

banner
წინა სტატიაში„პირველივე კვარტალში დავაყენებთ ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ წინადადებას“
შემდეგი სტატია,, ნატო-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე