უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. ის 10 ივლისს, გამთენიისას რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ადგილზე დაშავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებიც.

47 წლის სამხედრო უკრაინის მხარეს საბრძოლველად ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წავიდა. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ წუთებში სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი ​შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის ბინას ჩხრეკს
შემდეგი სტატიადევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლეს