უკრაინაში გერმანიის ელჩი – უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადავცემთ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა

გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, – ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა, ანკა ფელდგუზენმა განაცხადა.

„გეპარდის“ ტიპის ტანკებზე საუბრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ მათი შეძენა პირდაპირ მწარმოებელთან არის შესაძლებელი, თუმცა ექსპორტის უფლება ხელისუფლებამ უნდა გასცეს. რაც შეეხება „მარდერებს“, ფელდგუზენის თქმით, ეს ტექნიკა უკვე ათი წელია, სადგომზე დგას და ბრძოლისუნარიანი არ არის, შეკეთებას საჭიროებს.

„ყველა დეტალი არ ვიცი, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა – უკრაინას გადავცემთ მძიმე შეიარაღებას“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და შემდეგ თავი კეთილგონიერ აქტორად წარმოაჩინოს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ნაწილი აშშ-ში გადააგზავნეს