უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე “ფრანს 24”-მა ვრცელი სიუჟეტი მოამზადა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფრანგულმა ტელეარხმა, ფრანს 24-მა, ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მაიდნის რევოლუციიდან, თითქმის, 4 წლის შემდეგ უკრაინის მოსახლეობის ნაწილი კვლავ ხელისუფლების ცვლილებაზე ოცნებობს.

ავტორი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებაზე საუბრობს და მიუთითებს, რომ კორუმპირებული ლიდერები დაუსჯელი რჩებიან.

ჟურნალისტის თქმით, კორუფცია და ეროვნული ვალუტის დევალვაცია ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ამასთან რუსეთთან ომი ქვეყანას რთულ პირობებში აყენებს.

სიუჟეტში საუბარია რადასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და ოპოზიციის მომხრეების განწყობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანას შეძლებს.

სიუჟეტის ავტორი საქართველოსა და უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ რეფორმებსაც იხსენებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საარჩევნო პროცესში რუსეთის ბრალეულობის პირველი მტკიცებულებები წარადგინეს
შემდეგი სტატიამადლიერნი ვართ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საფრანგეთის მხარდაჭერისთვის