უკრაინაში, გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან და დონბასში უკრაინის ქვედანაყოფებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა.

აღნიშნული განცხადება უკრაინის ლიდერმა ქვეყნის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

“ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მეთაურებთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან საგანგებო სხდომა ჩავატარე და დავავალე, რომ ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან და დონბაში არსებულ ყველა ქვედანაყოფში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდეს” – წერს პოროშენკო სოციალურ ქსელ Twitter-ში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დაზვერვის სასამხურის განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე ტერაქტი აღკვეთეს, რომელსაც, მათი განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო გეგმავდა.

ასევე, რუსეთის დაზვერვაში განაცხადეს, რომ მათ დივერსანტების ჯგუფი დააკავეს და უკრაინული აგენტურული ქსელი ლიკვიდირებულია.

რუსეთის დაზვერვის განცხადებების საპასუხოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთავრობას ტერორიზმში დასდო ბრალი.

პეტრო პოროშენკომ ყირიმის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობის თაობაზე გაჟღერებულ რუსეთის ბრალდებებს ცინიკური და უადგილო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ფანტაზიები მხოლოდ მორიგი პროვოკაციაა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხის შექმნისთვის.

banner
წინა სტატიაში„საკანონმდებლო ცვლილებით “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება მოახდინა”
შემდეგი სტატიაერთი დოლარი 2.3408 ლარი ეღირება