უკრაინაში F-16 ავიაგამანადგურებლების ჩასვლა გადამწყვეტი მომენტია პუტინისა და მისი თვითმფრინავების, „სუ-35“-ების, წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა Royal Air Force-ში („დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებში“) წვრთნები მარტში დაამთავრა. დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ცისთვის ბრძოლაში“, – დაწერა მან X-ზე.