უკრაინაში ერთიან საინვესტიციო ოფისს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში შეიქმნება ერთიანი საინვესტიციო ოფისი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

თავისი გადაწყვეტილება ზელენსკიმ პრეზიდენტობის ერთი წლისთვის მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა.

„შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი ცალკეული გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი უკვე სექტემბერში იმუშავებს და მხოლოდ ის იქნება დაკავებული ინვესტიციებით. პირველი ჩემი გეგმა მათთან უკვე შევათანხმე. გეგმა თვრამეტ თვეზეა გათვლილი. უკრაინაში 7 მილიარდი აშშ დოლარის სწრაფი ინვესტიციების მოზიდვის გეგმა. უკვე არიან გასაგები კომპანიები და ხალხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ვავალებ შემოსავლების სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება
შემდეგი სტატიავარაზისხევის მიმდებარედ დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება