11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

უკრაინაში ერთი კვირის განმავლობაში მშვიდობა დაისადგურებს – პუტინი ტრამპის თხოვნას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში კიევსა და სხვა ქალაქებს არ დაბომბავს.

„პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები და ის დამთანხმდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნის მიზეზად უკრაინაში ცივი კლიმატური პირობები დაასახელა.

„ეს უბრალოდ სიცივე არ არის. იქ არაჩვეულებრივი სიცივეა, რეკორდული სიცივე. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ბევრმა თქვა, არ გაფლანგოთ ზარი, ამას ვერ მიიღებთ, და მან ეს გააკეთა. მინდა, გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგი იყო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ტრამპმა.

„როიტერის“ ცნობით, მომავალ კვირას უკრაინაში ტემპერატურა მინუს 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატში მთავრობის მიერ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაფინანსება დაიბლოკა
შემდეგი სტატია“ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს” – კაია კალასის თქმით, რუსეთი უკრაინასთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო, ზამთრის იარაღად გამოყენებას ცდილობს