უკრაინაში ქვეყნის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადა „ხარტიას“ პოლკოვნიკის, უკრაინის ეროვნული გმირისა და სამხედრო მეთაურის, იგორ ობოლენსკის მკვლელობა სცადეს,_ ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე დაკავებულია უშუალო თავდამსხმელი და მისი თანამზრახველი.
იგორ ობოლენსკი პირადად ხელმძღვანელობს ხარკოვის ოლქის დაცვას. ის უკრაინის არმიის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამხედრო მეთაურია. დაახლოებით 2 კვირის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ობოლენსკის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა
















