უკრაინაში ეკონომიკის მინისტრი, აივარას აბრომავიჩიუსი გადადგა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 3, 2016 18:13

უკრაინაში ეკონომიკის მინისტრი, აივარას აბრომავიჩიუსი გადადგა

ASERუკრაინაში ეკონომიკის მინისტრი, აივარას აბრომავიჩიუსი გადადგა, მისივე განმარტებით, რეფორმების დაბლოკვით გამოწვეული უკმაყოფილების გამო.

წარმოშობით ლიტველმა აბრომავიჩიუსმა დღეს კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ და ამის მიზეზია „სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების დაბლოკვისაკენ მიმართული ძალისხმევის მკვეთრად გააქტიურება“.

აბრომავიჩიუსი და ფინანსთა მინისტრი, შეერთებულ შტატებში დაბადებული ნატალი იარესკო 2014 წლის დეკემბერში დაინიშნენ კაბინეტის წევრებად. აბრომავიჩიუსის გადადგომის ფონია პარლამენტში მზარდი უკმაყოფილება პოროშენკოს მთავრობის მუშაობით და გავლენიან ოლიგარქებთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის დაპირისპირებით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 3, 2016 18:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,136
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics