უკრაინაში ეგზიტპოლების მონაცემები შეცდომით გამოაქვეყნეს

უკრაინის ეროვნული ეგზიტპოლების ვებ გვერდზე ამომრჩევლების გამოკითხვის მონაცემები გამოქვეყნდა, რომლებმაც დღეს უკრაინაში მიმდინარე არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. – “რადიო თავისუფლება” აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, ვლადიმირ ზელენსკი მეორე ტურში 73,5%-ით იგებს, ხოლო პეტრე პოროშენკოს 25% აქვს.
ეროვნული ეგზიტპოლის პრეს-მდივანმა იური გორბანმა განაცხადა, რომ მონაცემები შეცდომით გამოქვეყნდა. განცხადების შემდეგ შეგედები ვებ გვერდიდან აიღეს.
ეგზიტპოლების გამოქვეყნება მანამდე, სანამ საარჩევნო უბნები მოქმედია, კანონით იკრძალება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – 72,7%, პოროშენკო – 27,3%
შემდეგი სტატიავფიქრობ, დიალოგით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და არა, ძალისმიერი გზით