უკრაინაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი მკვიდრი დაიღუპა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კიდევ ერთი მკვიდრი, მე-4 რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვლადიკ თედეევი უკრაინის ომში დაიღუპა, – ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტელეგრამარხები იუწყებიან.

„ის 36 წლის იყო. დაკრძალვის თარიღი ცნობილი გახდება მებრძოლის ცხედრის სამშობლოში გადასვენების შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს სამხრეთ ოსეთიდან 1100-ზე მეტი მოხალისე იბრძვის.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის არმიის პოლკოვნიკ აზატბეკ ომურბეკოვს და რუს ჯარისკაცს დანილო ფროკინს ბუჩასა და ავდიივკაში უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, ევროკავშირის სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და კანდიდატის სტატუსზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ