23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი დასახლებიდან 6 500-ზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვოსა და ნიკოპოლის რაიონების ორი დასახლებული პუნქტიდან 6 500-ზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაცია იგეგმება.

„უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჟამ „ტელეგრამში“ განაცხადა.

„ოლქის კიდევ ორი დასახლებული პუნქტის — სინელნიკოვოს რაიონის ვასილკოვკისა და ნიკოპოლის რაიონის ვიშჩეტარასოვკის ყველა მცხოვრებლისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. ბავშვების ევაკუაცია იქიდან მანამდეც განხორციელდა, ახლა კი საფრთხის შემცველი ზონები ზრდასრულებმაც უნდა დატოვონ. იქ ამ დროისთვის 6 500-ზე მეტი ადამიანი რჩება“, — განაცხადა მან.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ევაკუირებულთა მისაღებად ოლქში ხუთი ტრანზიტული ცენტრი მოეწყო. იქ მოქალაქეები მიიღებენ ფინანსურ, სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭომ “ტვ პირველისთვის” დაკისრებული სანქციების გამო განგაში გამოაცხადა
შემდეგი სტატია“ალეკო არ გატყდება და ძალიან მალე გათავისუფლდება” – ირაკლი კუპრაძე