უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება

უკრაინაში დღეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსებმა ისევ დაარღვიეს “სიჩუმის რეჟიმი” და ავტობუსებს გავლის შესაძლებლობა არ მისცეს.

“სამწუხაროდ, 13 წპრილს არ ვხსნით ჰუმანიტარულ დერეფნებს. ზაპოროჟიეს რაიონში ოკუპანტებმა გზა გადაუკეტეს ევაკუაციისთვის განკუთვნილ ავტობუსებს, ლუგანსკის რაიონში კი ისევ არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს”, – დაწერა ვერეშჩუკმა Telegram-ში.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევენ, თავიანთ ხალხსაც ვერ აკონტროლებენ.

“ეს ყველაფერი ქმნის საფრთხის ისეთ დონეს მარშრუტებზე, რომ დღეს უნდა შევიკავოთ თავი ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისგან. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეს დერეფნები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს უკრაინას”, – დაწერა ირინა ვერეშჩუკმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად191 ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ