უკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული

უკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული. ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, დღეს კვლავ იქნება მცდელობა ალყაში მოქცეული მარიუპოლის მიმართულებით საევაკუაციო დერეფნის შესაქმნელად, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან მძლავრი თავდასხმის სამიზნეა რუსული სამხედროების მხრიდან.

ვიცე-პრემიერის თქმით, საპორტო ქალაქის დატოვება კერძო მანქანებსაც შეეძლებათ.

ჰუმანიტარული დერეფნები ასევე გაიხსნება ბერდიანსკიდან, ტოკმაკიდან, ენერჰოდარიდან და სევეროდონეცკიდან.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება
შემდეგი სტატიარუსებმა მარიუპოლში კორპუსების ეზოებში დაკრძალული ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს – ქალაქის საკრებულო