უკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული

უკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული. ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. მისი თქმით, დღეს ისევ იქნება მცდელობა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის მიმართულებით საევაკუაციო დერეფნის შესაქმნელად, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან მძლავრი თავდასხმის სამიზნეა რუსული სამხედროების მხრიდან.

როგორც ცნობილია, მარიუპოლის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვება კერძო ავტომობილებითაც შეეძლებათ. ირინა ვერეშჩუკის თქმით, 9 ჰუმანიტარული დერეფნიდან 5 ლუგანსკის ოლქში გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – 52 ღამე ასობით ათასი უკრაინელი ისმენს განაშის და რაკეტების საშინელ ხმას, არავინ იცის სად დაეცემა ისინი – კარგია, რომ დანარჩენ ევროპას არ ესმის ეს საშიში ხმები
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ჩავედი კიევში ქართველ პარლამენტარებთან ერთად, რათა გადავცე უკრაინას საქართველოს გზავნილი, ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას