უკრაინაში დაზუსტებული ეგზიტპოლები გამოქვეყნდა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოთხი ძირითადი ეგზიტპოლი ტარდებოდა: 1. სრულიად უკრაინის, რომელიც “112 Украина” და NewsOne-ის მიერ იყო ორგანიზებული, ეროვნული ეგზიტპოლი, რომელიც უკრაინის ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცენტრმა ჩაატარა, ტელეარხ “”1+1” – ისა და “სოცისის” გამოკითხვები.
ყველა მათგანის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

წინასწარი გამოკითხვის საერთო სურათის მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო კანდიდატებმა შემდეგი ხმები მიიღეს:
ვლადიმირ ზელენსკი – 30,7%,
პეტრე პოროშენკო – 18,6%,
იულია ტიმოშენკო – 13,9%,
იური ბოიკო – 10,3%,
ანატოლი გრიცენკო – 7,3%,
იგორ სმეშკო – 6,6%.

შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც აპრილში გაიმართება, ზელენსკი და პოროშენკო გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადადიან ზელენსკი 30,4%-ით და პოროშენკო 17,8%-ით – ეროვნული ეგზიტპოლი
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ამერიკელების მხრიდან არის მობილიზებული განწყობა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მივიდეს ბოლომდე