უკრაინაში, დაკავებულის გარდაცვალების გამო, პოლიციელებს მასობრივად ანთავისუფლებენ

უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ნიკოლაევსკის მხარეში, სოფელ კრივოე ოზეროში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციელები მასობრივად დაითხოვა სამსახურიდან. კრივოე ოზეროში პოლიციელებმა დაკავებისას ადგილობრივი მოკლეს – დღეს მინისტრმა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“ნიკოლაევსკის მხარის სოფელ კრივოე ოზეროში მომხდარი მოვლენების შედეგად, პოლიციის ადგილობრივი ორგანო სრულიად განთავისუფლდა და ხელახალ ფორმირებას ვიწყებთ” – დაწერა ავაკოვმა და დაამატა, რომ განთავისუფლებიან ასევე ნიკოლაევსკის სამხარეო განყოფილების ხელმძღვანელი პირები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაშაულში მოქმედი ყველა პირი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

შემთხვევა 24 აგვისტოს ღამით მოხდა. პოლიციელებმა დაკავებისას სიკვდილამდე სცემეს მამაკაცი, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. მათ დაკავებული პოლიციელების ლინჩის წესით გასამართლება უნდოდათ. პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკება მოხდა. სოფლის მკვიდრები პოლიციის განყოფილებაში მიიჭრნენ და ოფისი დაარბიეს .

ინციდენტი გარდაცვლილის ოჯახში მოხდა. ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის შემდეგ, ქმარი სახლიდან წავიდა და მანქანაში დაიძინა. ამასობაში, ცოლის მიერ გამოძახებული პოლიციაც მოვიდა. სულ სამი პოლიციელი გამოცხადდა, რომლებიც ეზოში შევიდნენ და მამაკაცი მანქანიდან გადმოათრიეს. ხელბორკილებდადებულს კი ცოლის, დედის და ორი შვილის თვალწინ ცემა დაუწყეს. მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგანზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულ თინა გინტურს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა