14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

უკრაინაში დაიწყო გამოძიება კიევში მომხდარი ტერაქტისას პოლიციის გაქცევის გამო

უკრაინაში დაიწყო გამოძიება კიევში მომხდარი ტერაქტისას პოლიციის გაქცევის გამო. შესაბამისი განკარგულება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ გასცა.

მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გარბიან პატრულის თანამშრომლები სროლის გაგონების შემდეგ.

„ემსახურე და დაიცავი“ მხოლოდ ლოზუნგი არ არის. მას უნდა ადასტურებდეს შესაბამისი პროფესიული ქმედებები. განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ადამიანების სიცოცხლეა ამაზე დამოკიდებული“,_ წერს კლიმენკო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მამარდაშვილმა “ევერტონთან” მატჩში ტრავმა მიიღო
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, დიდი გონიერება გვმართებს