10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

უკრაინაში დაღუპული წალენჯიხელი მოხალისე მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

გუშინ, ღამის საათებში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 23 წლის ვალერი ბაძაღუას ცხედარი. მშობლიურ სოფელში მას ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ახალგაზრდები საპატიო ყარაულის სახით დახვდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გლოვის ნიშნად დაშვებულია შავი ლენტით გაფორმებული საქართველოს სახელმწიფო დროშები.
გმირის ცხედარს დახვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახლობლები და ნათესავები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.

ვალერი ბაძაღუას სამხედრო წესით, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

“თაიმერი თანაუგრძნობს ვალერი ბაძაღუას ოჯახსა და ახლობლებს.

დიდება გმირებს!

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქე აფხაზეთში სპეცრაზმის დახმარებით აიყვანეს – ექსკლუზიური კადრები
შემდეგი სტატიაგუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, 3 წელი გავიდა