უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროები-პუტინის “მშვიდობა (video)

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რუსეთმა თითქმის 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ მიერ მოხალისეთა გუნდთან ერთად მომზადებულ პუბლიკაციაში.
ღია მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ომის დროს დაღუპული 99113 რუსი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა.
გამომძიებლების მტკიცებით, გამოვლენილი დანაკარგების ნახევარზე მეტი არის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებისას არ იყვნენ დაკავშირებული რუსეთის არმიასთან და რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან.
ყველა დადგენილი მსხვერპლის თითქმის მეოთხედი მოხალისეები არიან.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
შემდეგი სტატიატრამპი: უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიის დაყოფის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს