უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

კახა თილიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, ის საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა, მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წრთვნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. ბოლოს უცხოელებით დაკომპლექტებულ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა.

კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა