უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. მას ზუგდიდში ხვალ დაკრძალავენ.

სამშობლოში გადმოსვენებამდე სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინის ერთ-ერთ ტაძარში გაიმართა.

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა. იგი ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ომის დაწყებისთანავე ჩაერთო.

“როცა ომი დაიწყო, მაშინვე ჩაეწერა იქ მოხალისედ და იბრძოდა პირველივე წუთიდან. არცერთი წამით უკან არ დაუხევია. მე მქონდა რამდენიმე უკრაინელ მებრძოლთან კონტაქტი მისი გარდაცვალების შემდეგ და ყველა მეუბნებოდა, რომ ბიძაჩემი იყო გმირი და იბრძოდა საქართველოსა და უკრაინის მხარდამხარ”, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი, ქეთევან სიგუა.

banner
წინა სტატიაში„გარდიანი“ – უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი – ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა