უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, ნიკა შანავა​ სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში გმირულად დაღუპული 21 წლის ნიკა შანავა ვარკეთილში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

დაკრძალვაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი არა მარტო ხანმოკლე პერსპექტივაში, არამედ სამომავლოდ ქვეყნების ურთიერთობის ჭრილში – სერგეენკო
შემდეგი სტატიაოკუპანტები ქუჩაში გასასვლელად მარიუპოლელებს სპეციალური საშვის აღებას აიძულებენ