უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, ალიკა ცაავა ზუგდიდში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, ალიკა ცაავა მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, სერგეი კრავჩუკი.

ხელისუფლების წარმომადგენლები დაკრძალვის ცერემონიაზე გამოჩენილან.

ალიკა ცაავა ზაზა ბიწაძესთან ერთად 16 აპრილს დაიღუპა. ისინი ქალაქ რუბეჟნოეში ცოტა ხნით ადრე დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ, რა დროსაც ავტოავარია მოხდა. 40 წლის ქართველი მეომარი “ქართველი პარტიზანების” ჯგუფის წევრი იყო.

პუტინის აგრესიას უკრაინაში 10 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. ამ დრომდე ვერ ხერხდება რუსების მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი გმირის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით მოსარგებლე ფერმერის გუგა კაჭკაჭიშვილის საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის წყალტუბოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა