უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ

უკრიანში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას, 17 მარტს, გამთენიის ჩამოასვენებენ. მასთან ერთად დაღუპული ნოდარ ნასიროვი კი, კიევში, გუშინ დაკრძალეს. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს და შვილიც უკრაინაშია.

“ქართული ლეგიონის” წევრები უკრაინის ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე პარასკევს, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპნენ. ისინი ლეგიონის რიგებში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ირიცხებოდნენ.

გიორგი გოგიაშვილსა და ნოდარ ნასიროვს თანამებრძოლები კიევში ქართული ლეგიონის სამხედრო ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიამზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გაჩენილი სურვილების საფუძველზე – პუტინი