უკრაინაში დაღუპულ ბონდო გაგნიძეს სამშობლოში 14 აგვისტოს ჩამოასვენებენ

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ გმირს, ბონდო გაგნიძეს, საქართველოში 14 აგვისტოს, 05:00 საათზე ჩამოასვენებენ. ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო.

ბონდო გაგნიძე ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. 47 წლის ქართველ მეომარს თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა პატივი კიევის საკათედრო ტაძარში მიაგეს.

banner
წინა სტატიაშიკურსკის გუბერნატორი: უკრაინა კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს
შემდეგი სტატიაშექმენი თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე შენი ფავორიტი აქციების და ფონდების სია