უკრაინაში დაჭრილი 5 ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია

უკრაინაში, პუტინის ომში დაჭრილი 5 ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საავადმყოფოს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ.

სხვადასხვა ტიპის დაზიანებები ქართველმა მებრძოლებმა ქალაქ იზიუმთან საარტილერიო დაბომბვისას მიიღეს. ხუთივე მათგანი ბატალიონ „კარპატსკი სიჩის“ რიგებში ირიცხება.

“ტანკებით გვესროდნენ, არტილერიიდან გვესროდნენ. მიიღეს ჭრილობები, მაგრამ მძიმე არ არის, ალბათ 3-4 დღეში დატოვებენ ჰოსპიტალს”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გოჩა ხორავა.

banner
წინა სტატიაშიმაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზრდება
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ოლექსანდრიის აეროდრომი დაბომბეს – არის მსხვერპლი