უკრაინაში დააკავეს რუსეთის აგენტები, რომლებმაც 21 სექტემბერს კიევზე თავდასხმა დაგეგმეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) რუსეთის ორი აგენტი დააკავა, რომლებიც 21 სექტემბრის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას აორგანიზებდნენ.

“დადგინდა, რომ დაკავებულებმა რუსებს კოორდინატები გაუგზავნეს ქალაქზე თავდასხმისთვის. მტრის თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო დედაქალაქის სასიცოცხლო ობიექტები, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
SBU იუწყება, რომ ორი ადგილობრივი, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატში (ცნობილი, როგორც GRU) მონაწილეობდნენ კიევის მიმართულებით რუსული რაკეტების “დამიზნებაში”.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული GRU-ს წარმომადგენელმა დისტანციურად გადაბირებულ აგენტებს კიევის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაავალა. ჯაშუშები სწავლობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების გადაადგილებას კიევში. მათ რუსებს უკრაინის სამხედროების ლოკაციები გადასცეს. გარდა ამისა, აგენტებმა რუს “კურატორს” ფოტოები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გეოლოკაციები გაუგზავნეს.

ყოველი დასრულებული დავალებისთვის ჯაშუშები რუსეთიდან ფულს იღებდნენ, რაც მათ საბანკო ბარათებზე ანონიმური “გადამხდელებისგან” ირიცხებოდა.

დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყურადღების ცენტრში სოციალურ ქსელებში ანტიუკრაინული გზავნილების გამო მოექცნენ. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს