უკრაინაში დააკავეს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სერგო ღლონტი

PM221image002კიევის ოლქში დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც უნგრეთის სამართალდამცავები ეძებენ. მას ბრალად ედება დოკუმენტების გაყალბება.
სერგო ღლონტი, კრიმინალურ წრეებში ცნობილი მეტსახელით „გუგა“, დაკავებულ იქნა ერთ-ერთ ელიტურ რესტორანში. უკრაინის ეროვნული პოლიციის პრეს-სამსახურის ცნობით, 44 წლის სერგო ღლონტი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი ყალბი დოკუმენტების დამზადების და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ოპერაციების საქმეების გამო. მან „კორონაცია“ გაიარა 1995 წ. მოსკოვის ბუტირკის ციხეში.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, სერგო ღლონტი ცდილობდა დაემყარებინა კონტროლი ეთნიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებზე, რომლებიც კიევში დაკავებულნი იყვნენ ქურდობით, ძარცვით და ავტომანქანების გატაცებით. გარდა ამისა, „გუგა“ იყო შუამავალი კრიმინალურ და ბიზნეს წერეებს შორის არსებული უთანხმოებების მოგვარების დროს.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ,,ქართულმა ოცნებამ” დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა
შემდეგი სტატია«კანონიერმა ქურდებმა სახელმწიფო ტენდერებში დაიწყეს მონაწილეობა, ახლა კი პოლიტიკურ პარტიებზე გასვლა სურთ»