უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება ამოქმედდა

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით კიევში საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ ახალი შეთანხმება, რომლის დაცვის პირობაც ორივე მხარემ აიღო, ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობა გახდება.

საწყის ეტაპზე სამშვიდობო ზავი ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს და კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული სამსაფეხურებიანი გეგმის პირველი ეტაპი გახდება.

პარალელურად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში მყოფ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 1 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა : ვფიქრობ, თსუ შეძლებს ღირსეული რექტორი აირჩიოს