უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინაში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამტკიცებული დახმარების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას და „ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შტატებს სურს, გააძლიეროს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა რუსული აგრესიის ფონზე“.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარებს საჯარო სილა გააწნეს – ბათუ ქუთელია საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებაზე
შემდეგი სტატია„ვაშინგტონ პოსტის“ – ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს