უკრაინაში არც ამჯერად მოვსულვარ ხელცარიელი, გადავეცით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანა – ჩვენ არ მივცემთ სხვებს უფლებას, დაივიწყონ უკრაინა და დაიღალონ – ნაუსედა

ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტნას ნაუსედამ უკრაინის დედაქალაქ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინას საბრძოლო მასალასა და 10 ჯავშანმანქანას აჩუქებს.

ნაუსედას თქმით, ლიეტუვა უკრაინის გვერდით ომის დაწყების პირველივე დღიდან იდგა და მისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს.

„არც ამჯერად მოვსულვარ ხელცარიელი. დღეს უკრაინას გადავეცით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანა. მალე მიიღებთ ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებს. ვიცით, რომ ეს სისტემები ნამდვილად გჭირდებათ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ უკრაინა და დაიღალონ ომით, როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთშიც. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან დანაშაულებებზე პასუხისმგებელი დაისაჯონ.“ – განაცხადა ნაუსედამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ლომჯარიას თავს არავინ ესხმის, როდესაც სახალხო დამცველი იჭრება პოლიტიკაში, უსაფუძვლოდ იწყებს ხელისუფლების კრიტიკას, ჩვენი პასუხი თავდასხმად ვერ შეფასდება
შემდეგი სტატიაცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე, 20 წლის ბიჭი მოკლეს