უკრაინაში აფხაზურნომრიანი მანქანების გამოჩენა გააპროტესტეს

უკრაინული მედია, ქვეყნის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის, ვიქტორ იაგუნის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაზე წერს, სადაც უიშროების მაღალჩინოსანი ქვეყნის ხელისუფლებას აფხაზეთისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა სეპარატისტული რეგიონიდან ჩასული სატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლებას ურჩევს.
იაგუნი სოციალურ ქსელში, კიევის ერთ-ერთ რაიონში გადაღებულ აფხაზურნომრიანი ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს და ხელისუფლების მისამართით კითხულობს, თუ როგორ მოხვდა ეს ავტომობილი უკრაინაში… ,,ვფიქრობ გეოგრაფია კარგად ვიცი და ამიტომ ვკითხულობა თუ საიდან მოხვდა ეს ,,ბუსიკი,, კიევის საცხოვრებელ რაიონში?,,
,,საინტერესოა თუ რის საფუძველზე მისცა უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლის უფლება სეპარატისტული აფხაზეთის ნომრიან სატრანსპორტო საშუალებას…?! მანქანას, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონიდანაა,, აცხადებს უკრაინის უშიშროების ექს-მაღალჩინოსანი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დააკავეს დეპუტატის ძმა და მერიის თანამშრომელი
შემდეგი სტატიათავდასხა ბელგიელ პარლამენტარზე – რაულ ჰედებოვი დაჭრილია