უკრაინაში ამ დრომდე “ერთმორწმუნე” რუსეთმა 600 ეკლესია დააზიანა, მის სამხედრო აგრესიას კი 67 უკრაინელი სასულიერო პირი შეეწირა

ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 600-ზე მეტი რელიგიური ობიექტი დაზიანდა, ხოლო 67 უკრაინელი სასულიერო პირი მოკლული ან/და ნაწამებია ოკუპანტების მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ, სააღდგომო მილოცვის წინ განაცხადა:

“ეს არ არის “თანმდევი დანაკარგი”, – განაცხადა ზელენსკიმ, – “რაკეტა ოდესის მართლმადიდებელი ეკლესიის კელიას დაეცა, არტილერიოა ტოვებს დანგრეული საყდრების კვალს, სალოცავი სახლები იწვის რუსული რაკეტების პირდაპირი მოხვედრის შედეგად. 640 ეკლესიაა დანგრეული, უმეტესობა ქრისტიანულია,, მაგრამ ჩვენ მათ ყველას ხელახლა, აუცილებლად ავაშენებთ”, – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა, ხოლო მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაზიანებული და დანგრეული ეკლესიების კადრებიც გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიქრისტე აღდგა! – აღდგომის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე გალობით და ანთებული სანთლებით შეხვდნენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ამ რუსული რეჟიმის გამო დღეს ციხეში ვინც არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან