უკრაინაში ახალი ქართული კინოს რიგით მეთერთმეტე ფესტივალი გაიხსნება

უკრაინაში ახალი ქართული კინოს რიგით მეთერთმეტე ფესტივალი გაიხსნება

უკრაინაში ახალი ქართული კინოს რიგით მეთერთმეტე ფესტივალი გაიხსნება“უკრაინაში ახალი ქართული კინოს რიგით მეთერთმეტე ფესტივალი გაიხსნება”- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფესტივალის ორგანიზატორმა, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიასა“ პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ განუცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ ქართული კინოს პოპულარიზაციას, კიევი იცით ინტერნაციონალური ქვეყანაა, აქ უკრაინელების გარდა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ესწრებიან ჩვენს ფესტივალს, ჩვენ ვცდილობთ ქართული კინოს ახალი პროდუქტი წარვუდგინოთ საზოგადოებას და ამ ფორმით მოხდეს მათი შეფასება უკრაინულ ბაზარზე და არა მარტო უკრაინულზე, გასულ წელს, როდესაც ჩვენ ფესტივალი ჩავატარეთ გვქონდა გამოხმაურებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვფიქრობთ მომავალ წელს უფრო დიდი მასშტაბებით ვიქნებით წარმოდგენილნი“– განაცხადა ბესიკ შამუგიამ.

ფესტივალი კინოთეატრ „კიევში“ საზეიმო ვითარებაში რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი “კრედიტის ლიმიტით“ გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას უკრაინის ვიცე-პრემიერი – კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო, ქ.კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინის ხელისუფლებისა და კიევის ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე ქართველი და უკრაინელი მსახიობები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

კინოფესტივალის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში (21-27 ნოემბრის ჩათვლით) ნაჩვენები იქნება ძველი (განახლებული) და ახალი, სხვადასხვა ჟანრის ფილმები: „ცხრა მთას იქით“, „პატარძლები“, „გაღმა ნაპირი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „მაგდანას ლურჯა“.

ახალი ქართული კინოს XI ფესტივალი სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიასა“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ორგანიზებით ტარდება. მხარდამჭერები არიან: უკრაინის კულტურის სამინისტრო, საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს კინოცენტრი.

ქართული კინოს მოყვარულთა უამრავი თხოვნის გათვალისწინებით ფესტივალი უკრაინის სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. ლვოვი, როვნო, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, სადაც ზემოთჩამოთვლილი ფილმები იქნება ნაჩვენები.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი ახალი ამბების სააგენტო FrontNews – ია.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია თბილისის საკრებულოს სხდომას არ ესწრება
შემდეგი სტატიაამ წუთებში მიმდინარეობს პარტია ,,რეფორმატორების” წარმომადგენლების მხრიდან ჩვენების მიცემა