უკრაინაში აღმოაჩინეს სექს-ტრეფიკინგის ქსელი, რომელიც ლტოლვილ ქალებზე “ნადირობს” და მოტყუებით თურქეთში გზავნის

უკრაინის პროკურატურამ აღმოაჩინა სექს-ტრეფიკინგის ქსელი, რომელიც ლტოლვილ უკრაინელ ქალებზე “ნადირობს” – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ დააკავეს ბანდის ლიდერი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელ ქალებს არწმუნებდა, რომ ლეგალურ სამუშაოზე დაასაქმებდა.

“კიევის რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში, კაცთა ჯგუფმა Telegram-ის არხებში სახელწოდებით “შეხვედრები”, “გაიცანი შენი მომავალი ქმარი” ან “ესკორტის სერვისი”, ქალები შეკრიბეს. მათ სთავაზობდნენ სამუშაოს თურქეთში“,- ამბობს პროკურორი.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაცია კიევის რეგიონში მდებარეობდა და ლტოლვილებს „ლეგალური სამუშაოს შეთავაზებით“ იზიდავდა და ფაქტობრივად თურქეთში აგზავნიდა სექს-მომსახურების გასაწევად. მის კვალზე ერთ-ერთი მსხვერპლის, დონეცკელი ქალის დახმარებით გავიდნენ.

“კიევის ხელისუფლებამ რამდენიმეთვიანი თვალთვალის შედეგად აღმოაჩინა ქალი, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას აპირებდა. 21 წლის ქალმა, რომელსაც ვაჟი ჰყავს, ომის გამო დაკარგა სამსახური და აპირებდა უნგრეთში გადასვლას, ვენაში გამგზავრებას და იქიდან სტამბოლის რეისში ჩაჯდომას, სადაც მას სჯეროდა, რომ ლეგიტიმური სამუშაო შეთავაზება ელოდა,” – ნათქვამია სტატიაში.

პროკურორებმა შეძლეს 31 წლის კაცის დაკავება, რომელიც ტრეფიკინგის ჯგუფის ლიდერობაშია ეჭვმიტანილი.
მის სახლში, პროკურორებმა იპოვეს ათასობით დოლარი ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები. ასევე,
დღიური, რომელიც ნახა Guardian-მა, რომელშიც ეჭვმიტანილი აწარმოებდა ჩანაწერებს ქალებისა და მათი საქმიანობის შესახებ თურქეთში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძემ ბრიყვული განცხადება გააკეთა, სწორედ მთავრობამ უნდა წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი, პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებების მიღება „ქართული ოცნებისთვის” ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას და რამდენად მისცემენ პატარა პარტიებს პოლიტიკაში შემოსვლის საშუალებას – ბეჟაშვილი