18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

უკრაინაში ადასტურებენ, რომ რუსეთში ქიმიურ ქარხანას დრონებით დაარტყეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსულ ქარხანა „ჩერეპოვეც-აზოტს“ დაარტყეს, რომელიც ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო ქიმიკატებს ამზადებს.

„სააღდგომო კვერცხები უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებისგან“ მიტანილია ჩერეპოვეცის ქიმიურ ქარხანაში. ეს არის ქიმიური გიგანტი, რომელიც ყოველწლიურად ასობით ათას ტონა ამიაკს, ამონიუმის გვარჯილასა და აზოტმჟავას აწარმოებს. მისი პროდუქცია გამოიყენება ნედლეული ტროტილის, ჰექსოგენისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საჭირო სხვა კომპონენტების დასამზადებლად,“ – განაცხადა უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მაგიარ“ ბროვდიმ

ინფორმაცია, რომ რუსეთის ვოლოგდის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანეს, დღეს გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში, სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა
შემდეგი სტატიაAxios: აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა