უკრაინაში აცხადებენ, რომ ლისიჩანსკი არ არის რუსების სრული კონტროლის ქვეშ

უკრაინაში აცხადებენ, რომ ლისიჩანსკი არ არის რუსების სრული კონტროლის ქვეშ. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მათ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იური საკმა განუცხადა.

საკის განცხადებით, რუსებს ჯერ არ დაუმყარებიათ ლისიჩანსკზე სრული კონტროლი, თუმცა ვითარება უკიდურესად მძიმეა, რადგან რუსები შეუჩერებლად უტევენ ქალაქს.

„უკრაინელებისთვის, ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ ხანდახან ჩვენ შეიძლება, უკან დავიხიოთ გარკვეულ ტერიტორიებზე, რათა მომავალში კვლავ დავიბრუნოთ ისინი“, – განაცხადა საკმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ლუგანსკის ოლქის დაკავებით, დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა არ დასრულდება, რადგან დონეცკის ოლქში უკრაინელები ჯერ კიდევ აკონტროლებენ მნიშვნელოვან დიდ ქალაქებს. მან ასევე, განაცხადა, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან მძიმე არტილერია და სხვა სახის იარაღი მიიღო და მალე გაათავისუფლებს საკუთარ ტერიტორიებს.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ მოახსენა.

წინა სტატიაშისხვადასხვა ქვეყნის ელჩები პრაიდის კვირეულის ფარგლებში შსს-ს ღონისძიებებს დადებითად აფასებენ და უწყებას მადლობას უხდიან
შემდეგი სტატიაკრემლის მედია: შოიგუმ პუტინს ლუგანსკის “გათავისუფლება” შეატყობინა