უკრაინაში 42 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დადასტურდა

19 იანვრის მდგომარეობით, BBC-ისა და Mediazona-ს წარმომადგენელბისთვის  უკრაინის ომში დაღუპული 42 284 რუსი ჯარისკაცის ვინაობა ცნობილია.

ჟურნალისტებუსთვის, ასევე ცნობილი გახდა ომისთვის კოლონიებიდან აყვანილი 7810 ყოფილი პატიმრის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია.მსხვერპლს შორის 5089 მობილიზებული სამხედრო იყო.

19 იანვრისთვის დადასტურდა რუსეთის არმიის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 3 ათასზე მეტი ოფიცრის სიკვდილი, მათგან 349 ატარებდა ვიცე-პოლკოვნიკის ან კიდევ უფრო მაღალ წოდებას.

დაღუპულთა უმეტესობა სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის და როსტოვის რეგიონებიდან, ასევე ბურიატიიდან იყო.

მკვლევარები ითვლიან ღია წყაროებიდან – ადგილობრივი ადმინისტრაციების, მედიისა და დაღუპულთა ახლობლების ანგარიშებს, ასევე სასაფლაოების მონაცემებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გზით მიღებული რიცხვი არ ასახავს ზარალის რეალურ დონეს.

მოსკოვი და კიევი უკრაინის ომში დანაკარგებს არ ამხელენ და მხოლოდ მტრის დანაკარგებზე საუბრობენ. სამხედრო კონფლიქტებში მონაწილე მხარეები მიდრეკილნი არიან გაზვიადონ თავიანთი წარმატებები და ამცირებენ წარუმატებლობას. BBC-ისა და Mediazona-ს კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი შეფასებაა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიშვარცენეგერმა ის საათი გაყიდა, რომლის გამოც ის აეროპორტში დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა 6 მიმართულებით – 31 რუსული შეტევა მოიგერიეს ავდიივკასთან