კიდევ ერთი მსხვერპლი უკრაინაში – 23 წლის ვალერი ბაძაღუა: წალენჯიხელი ახალგაზრდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა.
ვალერი დედით უკრაინელი და მამით ქართველი იყო და ბევრი არ უფიქრია – იარაღი აიღო ხელში უკრაინის დასაცავად.
ვალერი ბაძაღუას წალენჯიხაში დაკრძალავენ.
“თაიმერი” თანაუგრძნობს ვალერი ბაძაღუას ოჯახსა და ახლობლებს.
დიდება გმირებს!

















