უკრაინაში 12 პრორუსული პარტია აიკრძალა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ინიციატივით, უკრაინაში 12 პრორუსული პარტიის საქმიანობა აიკრძალა.

დღეს ლვოვის მერვე ადმინისტრაციულმა სასამართლომ კიდევ ერთი პრორუსული პოლიტიკური ძალის – უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილება პრეზიდენტის ბრძანების, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის შესაბამისი პასუხის საფუძველზე მიიღეს, ქვეყნის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

აკრძალული პრორუსული პარტიების ჩამონათვალი:

„ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“
“ოპოზიციური ბლოკი”
“შარიათის პარტია”
“ჩვენი”
“სოციალისტები”
“მემარცხენე ოპოზიცია”
“სამართლიანობა და განვითარება”
„სახელმწიფო“
“ვლადიმირ სალდოს ბლოკი”
“უკრაინის სოციალისტური პარტია
“მემარცხენე ძალების გაერთიანება”
“უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია”.

banner
წინა სტატიაში„ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ ევროვიზია 2023-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა