უკრაინაში 11 რუსული საწარმოს კორპორატიული აქტივები და უძრავი ქონება დააყადაღეს

უკრაინაში 11 რუსული საწარმოს კორპორატიული აქტივები და უძრავი ქონებაა დაყადაღებული, რომლებიც რუსული სახელმწიფო კორპორაციების “როსნეფტის”, “როსატომისა” და “გაზპრომის” ბენეფიციარები აღმოჩნდნენ – ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური [SBU] ავრცელებს.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ამ საწარმოთა მოგების ნაწილი მოხმარდა უკრაინის წინააღმდეგ ომის მომზადებასა და წარმოებას, ასევე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების საქმიანობის დაფინანსებას.

ჩამორთმეული აქტივების ჯამური ღირებულება 2,1 მლრდ გრივნას აღემატება, რაც დაახლოებით 70 მილიონ დოლარზე მეტია. გარდა ამისა, დაყადაღებულია 46 უძრავი ქონება, რომელიც მათ საკუთრებაშია.

უწყების ცნობით, გრძელდება საწარმოების საქმიანობის გამოძიება და მიმდინარეობს მუშაობა დაბლოკილი აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გასატანად.

banner
წინა სტატიაშიპუნქტებიდან ყველაზე რთულია დეპოლარიზაცია, რადგან ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ის, პოლარიზაციის დასრულება ყველას გვეხება – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაკარლ ნეჰამერი-ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს